ტერმინალის ფანჯარა
ტერმინალის ფანჯარა ესაა ერთერთი ყველაზე ინფორმაციული ფანჯარა.აქ განთავსებულია ამომწურავი ინფორმაცია თქვენს მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ.
ფანჯარაში "ვაჭრობა" ასახულია ყველა გახსნილი და შედენილი ორდერი.განთავსებულია დაწვრილებითი ინფორმაცია ორდერებისა და დეპოზიტის შესახებ.მოცემულია ორდერის უნიკალური ნომერი, განთავსების ზუსტი თარიღი,ორდერის სახეობა,გარიგების მოცულობა,სავაჭრო ინსტრუმენტი რომელზედაც გახსნილია ორდერი,ფასი რომელზედაც დაიდო გარიგება,მოგებისა და წაგების შეზღუდვა,აგრეთვე საკომისო ,სვოპი და ბოლოს შემოსავალი.
მეორე მნიშვნელოვანი ფანჯარაა "ანგარიშის ისტორია",რომელშიც ასახულია ყველა შესრულებული ორდერი,ასევე თქვენი დეპოზიტის ცვლილების სრული ისტორია.აქ გარდა შესრულებული ორდერების ასევე ინახება შეუსრულებლად მოხსნილი შედგენილი ორდერებიც.
ფანჯარაში "სიახლეები"გამუდმებით შემოდის ახალი ამბები და ინფორმაცია,მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ,რომელიც საგრძნობ დახმარებას გაგიწევთ ფუნდამენტური ანალიზის გაკეთებაში.
ფანჯარაში "სიგნალები" შესაძლებელია სხვადასხვა სახის ხმოვნი სიგნალების დაყენება.ამა თუ იმ სავალუტო წყვილისათვის რაიმე მნიშვნელობის მიღწევისას.იმისათვის რათა დააყენოთ სიგნალი უნდა შეარჩიოთ ყველა თქვენთვის სასურველი პარამეტრი და განათავსოთ.შესაძლებელია რამოდენიმე სიგნალის განთავსება.
დამხმარე ღილაკები
განვიხილოთ იმ დამხმარე ღილაკების ფუნქცია რომლებიც განლაგებულია ტერმინალის ზედა სტრიქონში.ეს ღილაკები პირობითად შეიძლება დავყოთ ოთხ პირობით ჯგუფად,განვიხილოთ თუ რა საშუალებას გვაძლევს თითოეული ღილაკი.
პირველი ჯგუფი
"ახალი გრაფიკი",ამ ღილაკზე დაწკაპუნებისას იხსნება ფანჯარა სადაც მოყვანილია სავაჭრო ინსტრუმენტების ნუსხა,ამოვირჩევთ ჩვენთვის სასურველ წყვილს(ინსტრუმენტს) დავაწკაპუნებთ მასზე და ტერმინალში გაიხსნება გრაფიკი არჩეული ინსტრუმენტისათვის.
"პროფილი",ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა,ჩვენთვის საურველ სხვადასხვა გრაფიკების ნაკრებს მივანიჭოთ რაიმე სახელი და შევინახოთ ამ სახელწოდებით.ნებისმიერ ჩვენთვის სასურველ დროს ტერმინალში აისახოს იმ გრაფიკთა ნაკრები,რომელიც ჩვენ გვესაჭიროება."ბაზრის მიმოხილვა" ღილაკით იხსნება და იხურება კოტირებათა ფანჯარა.კოტირებათა ფანჯარაში უწყვეტად შემოედინება ყველა სავაჭრო ინსტრუმენტზე ფასის ცვალებადობა.
"მონაცემთა ფანჯარა" იხსნება და იხურება მონაცემთა ფანჯარა,სადაც ასახულია სხვადასხვა ტიპის მონაცემები.
"ნავიგატორი" ღილაკით იხსნება და იხურება ნავიგატორის ფანჯარა,ამ ფანჯრის შესახებ ჩვენ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
"ტერმინალი" ღილაკით იღება და იხურება ტერმინალის ფანჯარა.
"სტრატეგიის ტესტერი" ამ ღილაკით იღება და იხურება სტრატეგიის ტესტერის ფანჯარა,სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სტრატეგიისა და ავტომატური სავაჭრო სისტემის ტესტირება.
"ახალი ორდერი" ღილაკის საშუალებით იხსნება ახალი ორდერი.ახალი ორდერი შესაძლებელია გაიხსნას სხვა მეთოდითაც,გრაფიკის ცარიელ მინდორზე შეგვაქვს ისარი და "მაუსის" მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით გამოსულ მენიუში ავირჩევთ ჩვენთვის სასურველ ფუნქციას.
მეტაედიტორი" ამ ღილაკით იხსნება პროგრამა,რომელშიც შესაძლებელია შეცვალოთ ან შექმნათ ინდიკატორი,სკრიპტი,სავაჭრო მრჩეველი ...
"მრჩეველი" ღილაკის საშუალებით ხდება გრაფიკზე მიმაგრებული ავტომატური სავაჭრო სისტემის ამუშავება შეჩერება.
მეორე ჯგუფი
ღილაკების საშვალებით ხდება გრაფიკის ვიზუალური ტექსტურის ცვლილება,ბარების(ტოტებიანი),იაპონური სანთლები და ხაზოვანი გრაფიკად.ფასის ცვლილების შესახებ გაცილებით მეტ ინფორმაცია იძლევა ტოტებიანი და იაპონური სანთლების გრაფიკი ვიდრე ხაზოვანი.
ღილაკები განკუთვნილია გრაფიკის მაშტაბის ცვლილებისათვის.(ოპტიმალური ვარიანტია მასტაბი შეამციროთ ბოლომდე და შემდეგ სამჯერ დააწკაპუნოთ გადიდებაზე)
ღილაკი "ავტო გადახვევა" როდესაც ჩართულია ღილაკი გრაფიკი ავტომატურად ბრუნდება ნიშნულზე სადაც ასახულია ფასის უკანასკნელი ცვლილება.თუკი თქვენ ათვალიერებთ ისტორიას ეს ღილაკი უნდა იყოს გამორთული.
"გრაფიკის გადანაცვლება" ღილაკი ახორციელებს გრაფიკის მყისერ გადაადგილებას.
ღილაკი "ინდიკატორები" მისი საშუალებით იხსნება ინდიკატორების ნუსხა,სადაც შესაძლებელია ავირჩიოთ სასურველი ინდიკატორი,დავაწკაპუნოთ მასზე და იგი მიებმება(მიმაგრდება) გრაფიკზე.
ღილაკი "პერიოდები"- მისი საშუალებით შეგვიძლია ვცვალოთ გრაფიკზე ასახული პეროდი.იაპონური სანთლების და "ტოტების" შემთხვევაში თითოეული სანთელი ან ტოტი ასახავს არჩეულ პერიოდში (1,5,15,30 წუთი1,4 საათი,დღე,თვე) ფასის ცვლილების დინამიკას.
ღილაკი "შაბლონები" - ამ ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია ჩვენთვის სასურველი ინდიკატორების და პარამეტრების კომბინაცია,შევინახოთ და შემდეგ მივამაგროთ ნებისმიერ გრაფიკზე.ან გამოვიყენოთ უკვე არსებული შაბლონები.