ოთხშაბათი, 04.12.2024, 11:34
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | gv2 | |
საიტის მენიუ
კოტირება
<a href="http://instaforex.com/ru/">Форекс портал</a>
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 218
Block title
<a href="http://www.instaforex.com/ru/?x=FMDK">InstaForex</a>
top
InstaGeorgia

თქვენთვის და თქვენი წარმატებისთვის


      კოტირებათა ფანჯარაში სრულადაა წარმოდგენილი იმ სავაჭრო ინსტრუმენთა (ინსტრუმენტი ესაა ობიექი რომელიც მოცემულია კოტირებათა ფანჯარაში,ეს შეიძლება იყოს სავალუტო წყვილი, აქცია, ფიუჩერსი, მეტალი.... ) სია რომელზე მუშაობის საშუალებასაც იძლევა ბროკერი. სვალუტო წყვილები, აქციები, ფიუჩერსები, მეტალები, ნავთობი. კოტირებათა ფანჯარაში რეალურ დროში ხდება ნებისმიერი სავაჭრო ინსტრუმენტის  ყიდვის და გაყიდვის ფასის ჩვენება.თუ ჩვენ არჩეულ ინსტრუმენტთან მივიტანთ ისარს და ცოტა ხანს დაველოდებით,პატარა ქვეფანჯარაში აისახება ინფორმაცია ინსტრუმენტის შესახებ.



ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია აქციათა და ფიუჩერსების დასახელებათა გაშიფრვისას. კოტირებათა ფანჯარაში შეგვიძლია ავირჩიოთ სავაჭრო ინსტრუმენტი:მოვნიშნოთ "მაუსის" მარცხენა ღილაკით,მარჯვენა ღილაკით გამოვიძახოთ ქვეფანჯარა,გახსნილ ქვეფანჯარაში შესაძლებელია არჩეული ინსტრუმენტისტვის გრაფიკის გახსნა,ამავე ინსტრუმენტზე ორდერის (ორდერი - ბრძანება,მითითება ბროკერისათვის) შედგენა.(ორდერების გახსნის ხერხებსა და ორდერთა სახეობების შესახებ,ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით)






   თუკი თქვენს კოტირებათა ფანჯარაში არაა ასახული ყველა სიმბოლო ამავე ქვეფანჯარაში აირჩევთ ქვეპუნქტს "მიჩვენე ყველა სიმბოლო",აქვე შეგიძლიათ წაშალოთ სიაში თქვენთვის არა სასურველი სიმბოლო,ან შეადგინოთ იმ ინსტრუმენტთა ნაკრები რომელზეც თქვენ გსურთ მუშაობა,მიანიჭოთ მას სახელი,და ფანჯარაში ნაჩვენები იქნება მხოლოდ თქვენთვის სასურველი სიმბოლოთა ნაკრები.

ნავიგატორის ფანჯარა

    განვიხილოთ ამ ფანჯარაში განთავსებული ქვეპუნქტები: "ანგარიშები" -შესაძლოა თქვენ გქონდეთ რამოდენიმე ანგარიში,რომელთა ნუსხაც განლაგებულია ამ ქვეპუნქტში,იმისათვის,რომ შეხვიდეთ რომელიმე ანგარიშზე საჭიროა მონიშნოთ თქვენთვის სასურველი ანგარიშის ნომერი დააწკაპუნოთ "მაუსის" მარცხენა ღილაკს ორჯერ და შემდეგ მოვახდინოთ ავტორიზაცია.



   "ინდიკატორები"  და "სამომხმარებლო ინდიკატორები"  --  აქ განთავსებულია თქვენს ტერმინალში არსებული ყველა ინდიკატორი,იმისათვის,რომ ჩვენი არჩეული ინდიკატორი მივამაგროთ სასურველ გრაფიკზე, ამისათვის მოვნიშნოთ "მაუსის" მარცხენა ღილაკით ინდიკატორი,შემდეგ მარჯვენა ღილაკით ახალ ქვემენიუში  ავირჩიოთ ქვეპუნქტი "მივამაგროთ გრაფიკზე". შერჩეული ინდიკატორი განთავსდება გრაფიკის ფანჯარაში.





   "მრჩევლები" -  მრჩევლები ესაა ავტომატური და ნახევრად ავტომატური სავაჭრო სისტემები,ამ ქვეთავში ასახული იქნება ყველა ის ავტომატური სავაჭრო სისტემა თუ ინტერნეტ-რობოტი,რომლებსაც თქვენ დააინსტალირებთ თქვენს ტერმინალში.მრჩეველის მიმაგრება სასურველ გრაფიკზე ხდება ანალოგიურად ინდიკატორის განთავსებისა.



1   2   3   4   5   6   7
Free web hosting - uCozCopyright MyCorp © 2024