რისკის მართვის მეთოდები
ფორექსზე მუშაობისას ინვესტორს შეუძლია გაზარდოს თავისი კაპიტალი.მაგრამ შეუძლია რომ დაკარგოს არა მარტო პოტენციური მოგება,არამედ ის ფული,რომელიც მან დააბანდა.სწორედ გადახრა მოსალოდნელი მოგების საშუალო მნიშვნელობიდან, გაანსაზღვრავს ინვესტორის რისკს ფინანსურ ბაზარზე.
ამ გადახრას შეუძლია მოიტანოს როგორც მაღალი მოგება ასევე, დიდი წაგებაც. ფინანსური რისკების მართვა არ წარმოადგენს წარმატებული ვაჭრობის გარანტს, მაგრამ შეადგენს მის მნიშვნელოვან ნაწილს.არცერთი სავალუტო ოპერაცია არ არის დაზღვეული რისკისგან,მაგრამ მათი მართვის მექანიზმების გამოყენება შეამცირებს პოტენციურად მოსალოდნელ დანაკარგებს:
1.სტოპ-ორდერების დადება
2.კაპიტალის მხოლოდ ნაწილის ინვესტირება
3.ვაჭრობა ტრენდით
4.ემოციების მართვა
რისკების მრთვის მეთოდები გამოიყენება პოზიციის გახსნის შემდეგ.რისკის მართვის ძირითად მეთოდს წარმოადგენს ორდერის დადება,რომელიც ზღუდავს დანაკარგებს.
stop-loss (სიტყვა სიტყვით- დანაკარგების შეჩერება) – ბაზრიდან გამოსვლის წერტილი,ტრეიდერისთვის არახელსაყრელი პირობების შექმნისას.პოზიცის გახსნისას უნდა დადოთ stop-loss, რათა დაიცვათ თავი ზედმეტი დანაკარგებისგან. არსებობს რამოდენიმე სახის სტოპ – სიგნალი:
-- "მცურავი" სტოპ-სიგნალი. ფასის მოცემული პოზიციისკენ მოძრაობისას სტოპ-სიგნალი ავტომატურად მიყვება მას ტრეიდერის მიერ განსაზღვრული თანაფარდობით.ფასის შემობრუნებისას ფასი რომ მიაღწევს სიგნალს, ტრეიდერი გამოდის ბაზრიდან,პოტენციური მოგებით (ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დაიწყო ფასის შემობრუნება.)
-- მოგების მოხსნა. გათვლილი მოგების მიღებისთანავე პოზიცია იხურება.